ოზურგეთში ევროპის დღე აღინიშნა – სამკუთხა პარკში ჩატარდა სპორტული აქტივობები, განთავსდა საინფორმაციო კუთხე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ამავე სივრცეში მოეწყო სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა და სხვადასხვა ორგანიზაციის ფოტოსტენდები.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად დაესწრნენ.