18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა!
1977 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემოქმედებითი ღონისძიება ,, მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის როლის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება, საგანმანათლებლო პროგრამების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გამოფენების და კვლევების მეშვეობით.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები