18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში შემოქმედებითი ღონისძიება -„მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ გაიმართა. ასევე, მოეწყო გამოფენა – „მოგზაურობა ძველ ოზურგეთში“.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ეს დღე მთელ მსოფლიოში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.