14 ივნისს, ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება!
ღონისძიების ადგილი: კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი
პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი
სპორტული აქტივობები: მხიარული სტარტები, ჭადრაკი, ნარდი, შაში, მკლავჭიდი
ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.
დასწრება თავისუფალია!