ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ჭადრების პარკში, „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, საქართველოს დამფუძნებელთა კრების წევრის, 1919-1920 წლებში თბილისის მერის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კინორეჟისორის ირაკლი მახარაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,ბენია“ ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.