საჯარო ლექცია მუზეუმში

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში, თემაზე – „ვინ იყო ბენია ჩხიკვიშვილი“ საჯარო ლექცია გაიმართა, სადაც კინორეჟისორმა, მწერალმა, მკვლევარმა, არაერთი წიგნისა და ფილმის ავტორმა ირაკლი მახარაძემ, ბენია ჩხიკვიშვილის მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა.

ბენია ჩხიკვიშვილი სხვადასხვა წელს იკავებდა თბილისის მერის პოსტს, ბათუმისა და ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, მინისტრის მოადგილის თანამდებობებს, იყო ნასაკირალის ბრძოლის გმირი, ასევე, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი. იგი აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პრეზენტაციას მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მუზეუმის თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრა, მუზეუმის პროექტის – “იცოდე შენ, გააცანი სხვას“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი საკუთარი კუთხის ისტორიის უკეთ შესწავლა, პოპულარიზაცია და ცოდნის გაზიარება გახლავთ იმ პიროვნების შესახებ, ვისი ბიუსტიც ოზურგეთში დაიდგმება.

მსგავსი სტატიები