სოციალური სივრცე

ბუნებისა და ადამიანების ურთიერთკავშირით შთაგონებული „სოციალური სივრცე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში – მუსიკოსთა პარკში მდებარეობს.

სივრცის მიზანია ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს. გარემო, ჰაერი, საკვები, აქტივობები, გართობა – “სოციალურ სივრცე” ამ ყველაფრის იდეალური ნაზავია.

„სოციალური სივრციდან“ სულ რაღაც 400 მეტრში კი შეკვეთილის სანაპიროა, რომელსაც ფიჭვნარი და მაგნიტური ქვიშა, შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სანაპირო ზოლად აქცევს.

შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები და დაუახლოვდით სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს – მოინახულე შენი მეგობარი პარკი!

მსგავსი სტატიები