ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 29 ივლისს, შეკვეთილში ჩაის ფესტივალი გაიმართება.
მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკმა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ურეკსა და შეკვეთილში საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოქალაქეები ფესტივალზე დასასწრებად მიიწვიეს.
ფესტივალზე ქართული ჩაის მომზადების მასტერკლასთან ერთად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც ჩატარდება. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ფესტივალი გაფორმებული იქნება ცეკვითა და ხალხური სიმღერებით.
ღონისძიება მუსიკოსთა პარკში 14:00 საათიდან დაიწყება.
ძვირფასო თანამოქალაქეებო, გიწვევთ და გელით ყველას ოჯახებთან ერთად!