29 ივლისს, შეკვეთილში ჩაის ფესტივალი გაიმართება

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალზე!

29 ივლისს, 14:00 საათიდან გაიმართება:

• ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
• სამეწარმეო ბაზარი
• ჩაის დამზადების მასტერკლასი
• გურული, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების დამზადება
• ფოტოგამოფენა
• გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის
• კვების ზონა
• გურული ცეკვის პერფორმანსი

მადლობას ვუხდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მუსიკოსთა პარკს მხარდაჭერისთვის!

გელოდებით ყველას!

მსგავსი სტატიები