ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა – დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 2023-2025 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე; ასევე, ქ. ოზურგეთში, ა. ნაკაშიძის ქუჩასა და დაბა ურეკში ე. თაყაიშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე.