🇬🇪 🇵🇱 ბლოგერები პოლონეთიდან გურიის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან
დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონეთის ქალაქ ჰელმის ვიცე-მერს დოროთა ცესლიკს და ასოციაცია ,,ბაგ“-ის დირექტორს გალინა გრაბარჩუკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე კულტურის, ტურიზმის, გარემოსა და სოციალური დაცვის მიმართულებები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, პოლონელი სტუმრები და ბლოგერები გურიის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, მოინახულებენ მუზეუმებს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.
ტური ტარდება პოლონულ-ქართული პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება,“ რომელიც 2020-2021 წლების წარმატებული პროექტის ,ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ მეორე ეტაპია. პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, „I (პირველი) ბლოკი“, და „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი“ (პოლონეთი).