გურიის ტურისტულ პოტენციალს პოლონელი და ქართველი ბლოგერები გაეცნობიან
დღეს, პოლონეთის ქალაქ ჰელმის ვიცე-მერი, დოროთა ცესლიკი და ასოციაცია ,,ბაგ“-ის დირექტორი, გალინა გრაბარჩუკი, ოზურგეთის მერის მოადგილეებს ნათია გოლიაძეს, ნიკა ბოლქვაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ისაუბრეს კულტურის, ტურიზმის, გარემოსა და სოციალური დაცვის მიმართულებებზე.
ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, პოლონელი სტუმრები და ბლოგერები გურიის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, მოინახულებენ მუზეუმებს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.
ტური ტარდება პოლონულ-ქართული პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი, გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Ceebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy), რომელიც ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში, ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ მეორე ეტაპია. პროექტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.