ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ NDI-ის მიერ შემუშავებული ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული ანალიზისა და სამოქმედო გეგმის მომზადების ინსტრუმენტის დანერგვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული მეთოდოლოგიის იმპლემენტაციას გენდერული შეფასების სამუშაო ჯგუფი გაუძღვება (10-12 წევრი).
ვიწვევთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სამუშაო ჯგუფში გაწევრიანების მიზნით. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდოთ მეილზე: ninikachanishvili@gmail.com