ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.
ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ და მუნიციპალიტეტის „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე, განკარგულების პროექტებთან დაკავშირებით განისაზღვრა შემდგომი სამართლებრივი პროცედურები.
საკრებულო, ცნობად მიღების მიზნით მოისმენს და განიხილავს, 2022-2023 წლის 9 თვის მდგომარეობით ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დახმარების და პროგრამის შესრულების შესახებ და იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივად გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.