ტურისტული ლოკაციები

დაბა ნასაკირალში მცხოვრები მესხები, შეკვეთილში ტურისტული ლოკაციების – დენდროლოგიური და მინიატურების პარკების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. ისინი ასევე ესტუმრნენ სოფელ ლიხაურში მეწარმე ეკა სალუქვაძეს, სადაც მათ გურული ტრადიციული კერძების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

პროექტის – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, წარმატებულ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა, ჩატარდა კულინარიული ფესტივალი.

პროექტი მოიცავდა, გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზებას და კულინარიის მასტერკლასს, რომელიც გურული, აჭარული და მესხური სამზარეულოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

მსგავსი სტატიები