დაბა ნასაკირალში, მესხების უბანში დღეს კულინარიული ფესტივალი ჩატარდა, სადაც მოეწყო გურული, აჭარული, მესხური ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ფოტო გამოფენა.
ფესტივალის მონაწილეები ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ მადლობის ბარათებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, ასევე დაბა ნასაკირალში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.