კოლეჯ „ჰორიზონტში“ კულინარიული მასტერკლასები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, დაბა ნასაკირალში მცხოვრებ მოქალაქეებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დღეს, ასევე, 16:00 საათზე, მერიის ორგანიზებით, ნასაკირალში მესხების უბანში კულინარიული ფესტივალი გაიმართება, სადაც დაგეგმილია გურული, აჭარული და მესხური კერძების გამოფენა – დეგუსტაცია.