შეხვედრა ბიუჯეტის შესახებ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო კომპანია CBI წარმომადგენელმა, რამაზ ბოლქვაძემ, საჯარო მოხელეებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი პროგრამების გაუმჯობესების საკითხები გააცნო. ასევე, საბიუჯეტო პროგრამების მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია უკეთ შეფასდეს მერიის მომსახურების ხარისხი და დაიგეგმოს ღონისძიებები მერიის მიერ მოსახლეობაზე მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის (Local Governance Program) ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა 2024-2027 წლების საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში.

მსგავსი სტატიები