ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ USAID – ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საკრებულოს საზედამხედველო როლის შესახებ ტრენინგი გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დეტალურად ინფორმირებას საკრებულოს საზედამხედველო მექანიზმების შესახებ.
ტრენინგს საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები