ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს.
მას შემდეგ რაც დადგენილების პროექტი საკრებულოს მერიამ უკვე წარუდგინა, განხილვის პროცესში, 21 ნოემბრიდან, საკრებულოს კომისიები და ფრაქციები ერთვებიან. იხილეთ განხილვის გრაფიკი: ბიუჯეტის-განხილვის-გრაფიკი-2023-1
2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცანით ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=21187
თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოგვაწოდეთ ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე ozurgeti.sakrebulo@gmail.com ან მატერიალური სახით წარმოგვიდგინეთ საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ N1, ადმინისტრაციის შენობა.