დარგობრივი კომისიების სხდომები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის პროცესი დაიწყო.
საკრებულოს, აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 37725,0 ათას ლარით განისაზღვრა, რაც შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა;
განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ;
კომისიების მოსაზრებები და რეკომენდაციები დასკვნებში აისახა და ის მერიას გადაეგზავნება.
აგრეთვე, აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე, განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე.

მსგავსი სტატიები