დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024-2027 წლები) დამტკიცების შესახებ“ და ,,მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების თაობაზე.“
ასევე, კომისიამ ინფორმაცია მოისმინა, 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების შედეგად განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.