საინფორმაციო შეხვედრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის’’ მიერ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრისთვის რეკომენდაციების შემუშავება, მონაწილეობითი დემოკრატიის ინოვაციური და არსებული მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის, „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით.

სამუშაო შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

#მოქალაქეთაასამბლეა

მსგავსი სტატიები