ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების მოვლა პატრონობის მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე, ინფრასტრუქტურის კომისიამ განიხილა და ცნობად მიიღო ოზურგეთის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების რეგულირების არსებული მდგომარეობა.