საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

🇬🇪 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნება.
🇬🇪 მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული კუთხე, სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდი, თემატური ინსტალაციები, საგამოფენო სივრცე და საბავშვო ატრაქციები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; აგრეთვე, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
“ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” – ამ სლოგანით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, მასტერის და ბენდის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დასრულდება.

მსგავსი სტატიები