ოზურგეთის ტექნოპარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრნენ.
ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?” საუკეთესო შედეგი ქ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, მოსწავლეებს სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
მსგავსი სტატიები