საკრებულოს მორიგი სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს.
დამტკიცდა შემდეგი დადგენილების პროექტი: ,, მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ.“ ასევე, საკრებულომ, მოისმინა და ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიში და ინფორმაცია „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თაობაზე.

მსგავსი სტატიები