ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულებები დაამტკიცა. ეს პროექტებია:
სოფ. ჯუმათში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ჯუმათში მთავარაანგელოზის ეკლესიასთან სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია;
დაბა ნარუჯაში მე-5 ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
დაბა ნარუჯაში მე-6 ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში ლესელიძის ქ. მე-3 შესახვევისა და ჯანაშიას ქუჩის მონაკვეთის სტიქიის შედეგად დაზიანებული სავალი ნაწილისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები;
ქ. ოზურგეთში სულხან-საბას ქუჩაზე ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.