ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა სურსათი ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებში მიიტანეს.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი არქივისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსთან მზია გაგუასთან ერთად სოფელ ნაგომარში 2 სოციალურად დაუცველ ოჯახში იმყოფებოდა.
პროდუქტები ერთიან ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ანასეულის დასახლებაში, რამდენიმე შეჭირვებულ ოჯახს გადასცეს.