საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოზურგეთის ფილიალის, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებისთვის პროდუქტები შეგროვდა.
ოზურგეთის სასურსათო მაღაზიათა ქსელებში განთავსებულ კალათებში სხვადასხვა სახეობის პროდუქტები მოქალაქეებმა მოათავსეს, რომლებიც დღეს ოზურგეთში მცხოვრებ რამდენიმე მარტოხელა, ხანდაზმულს ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსმა დარეჯან გოგოტიშვილმა მიუტანეს.