აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები მოეწყობა

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა გზის საფარი, მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს. სამუშაოებს შ.პ.ს “მშენებელი 2017” ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი სტატიები