ქალაქ ოზურგეთში, ერისთავის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოეწყობა ტროტუარები, გარე განათების სისტემა და დაიგება ქვაფენილი.
სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე გაეცნენ.
პროექტს შ.პ.ს. „მშენებელი 2017“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 329 ლარით ფინანსდება.
მსგავსი სტატიები