50 000 ლარი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერის მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით,  „თვითმმართველობა განათლებისათვის“  და „ახალგაზრდების თვითგამოხატვის უფლების მხარდაჭერა თვითმმართველობაში“ პროგრამის ფარგლებში,  კონკურსი გამოცხადდა.

 

პროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი ბიუჯეტი, რომელიც თანაბრად გადანაწილდება სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: I ასაკობრივი ჯგუფი – 12-16 წელი; II ასაკობრივი ჯგუფი – 17-22 წელი; III ასაკობრივი ჯგუფი – 23-29 წელი.

იხილეთ : პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 12-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი იდეების/პროექტების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება, რომლის შდეგად მოხდება თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება.

გამოცხადებული კონკურსის ვადები:

I ეტაპი: პროექტების მიღება ელექტრონული ან/და ფიზიკური ფორმით მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან
10 დეკემბრამდე ელექტრონულ მისამართზე:
📧meriaozurgeti2018@gmail.com
📧ozurgeti.sakrebulo@gmail.com  ან მატერიალური სახით მის: ქ. ოზურგეთი კოსტავას ქ N1, ადმინისტრაციის შენობა.

II ეტაპი: მიღებული პროექტების კონკურსის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა -11.12. 2020 – 16.12. 2020

III ეტაპი: სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება (გამარჯვებული პროექტების გამოვლენა/გამოცხადება) – 17.12.2020

IVეტაპი: გამარჯვებული პროექტების განხორციელება

პრიორიტეტების დასახელება:

კულტურა;
რელიგია;
ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე: პროექტის ფორმა

ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა/რეალიზებას, შესაძლებელი გახდება ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობის გაძლიერება.  პროგრამას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით, ახორციელებს.

მსგავსი სტატიები