ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა და ის ორი საკითხით დაამტკიცა.
საკრებულოს წევრები, მერიის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს. აგრეთვე, კენჭს უყრის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული
სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
კომისიებს განსახილველად წარედგინა, დამატებით შემოსული საკითხი 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შესახებ, რომელსაც საკრებულოს წევრები მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილავენ.
საკრებულოს სხდომა 16 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება. სხდომა ონლაინ ფორმატით, zoom -ის გამოყენებით ჩატარდება და ის საკრებულს ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა.
დაინტერესებულ პირებს სხდომის მიდმინარეობას პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, კომენტარების ველში მოგვწეროთ შეკითხვები, მოსაზრებები.