განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა, 2021 წლის ბიუჯეტისა და სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის პროექტები განიხილეს.
კომისიამ დადებითი დასკვნა მოამზადა, რომელიც გასათვალისწინებლად საკრებულოს წარედგინება.