ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ანგარიშების წარდგენა დაიწყო.
საკრებულოს წევრები 2020 წელს გაწეულ საქმიანობას აჯამებენ.
“ანგარიშვალდებულება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომლითაც საკრებულო ხელმძღვანელობს. ანგარიშის წარდგენა საკრებულოს წევრის ვალდებულებაა. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ რა სამუშაოს ვახორციელებთ წლის განმავლობაში და რა სამომავლო გეგმები გვაქვს. ეს ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, შეაფასონ ჩვენი მუშაობა. “- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, რომელიც ანგარიშების წარდგენის სხდომებს უძღვებოდა.
დღეს, 2020 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამეს საკრებულოს წევრებმა: ლავრენტი ბიგვავამ, ხათუნა ცერცვაძემ და ვახტანგ ნიჟარაძემ.
გამომსვლელებმა დეტალურად ისაუბრეს კომისიებსა და ფრაქციულ ფომატში მათ აქტივობებზე, მიღებულ სამართლებრივ აქტებსა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ.
ანგარიშების წარდგენა რეგულაციების სრული დაცვით სხდომათა დარბაზში გაიმართა, მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლირება. მომხსენებლებმა მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში დაისვა. საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.