ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომაში, ეკალდიდის დასახლებაში, ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
60 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მშენებლობის ჯამური ღირებულება 1 187 855 ლარს შეადგენს.
მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საკლასო ოთახები, შშმ პირებზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, წყლის და გათბობის სისტემები, სველი წერტილები და სპორტული მოედანი.
ახალი სკოლა ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ეკალდიდის სკოლის სამშენებლო სამუშაოები, შ.პ.ს „ჯავამ“ შეასრულა.
#შრომა #ეკალდიდისსაჯაროსკოლა #ოზურგეთი2021