ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ თხინვალში საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
წინა წლებში, აქ სწავლისთვის უკიდურესად რთული პირობები იყო, დღეს კი სოფელს 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს, ახალი საკლასო სივრცეებით, სპორტული ინფრასტრუქტურით და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული პირობებით.