პროგრამა „განახლებული რეგიონები” და მიმდინარე პროექტები ოზურგეთში

🔵 ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, დღეს, ოზურგეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
📌 ქალაქ ოზურგეთში, პირველ ეტაპზე 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის 2 შენობის განახლება.
🌳 ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის მასშტაბური პროექტი მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, ველობილიკების, სკეიტ მოედნის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნას. პროექტის ბიუჯეტი 2.6 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები