ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად – დღეს, კომპანია „პლანტაციას“ ჩაის მიკრო საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივმა მეწარმემ, ლანა ჟღენტმა უმასპინძლა.
საწარმოს სრული ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენს. მეწარმემ დაფინანსება პროგრამების “აწარმოე საქართველოში” და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიიღო. შედეგად, ჩაის პლანტაცია 5 ჰა ფართობზე გააშენა.