ოზურგეთში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, „სამკუთხა პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„მალე დავასრულებთ და გავხსნით ახალ პროექტს – სრულად რეაბილიტირებულ “სამკუთხა პარკს,” რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა.“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
განახლებული პარკი სპორტული და რეკრეაციული სივრცეებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით კეთდება.