ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ხორციელდება გზების
რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა.
დაბა ნასაკირალში Design-Build მეთოდით 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშაოებს შპს „იმპოსტი“ ასრულებს.
#გურია #ოზურგეთი2021 #ნასაკირალი
#ახალისკოლისმშენებლობა