ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მაკვანეთის ადმიისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა ბექა თოიძემ, 2020 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში საკრებულოს წევრმა ამომრჩევლებს ანგარიში წარუდგინა. მან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, რომელზედაც საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობდა. ყურადღება გაამახვილა, არამარტო საკრებულოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე, არამედ სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებზე. მნიშვნელოვნად მიიჩნია მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათ მიერ დასმული პრობლემატური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. საკრებულოს წევრის, ბექა თოიძის მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.