ჭანიეთურის მონასტერი

ჭანიეთურის მონასტერი მდებარეობს სოფელ კონჭკათში, მაღალ გორაზე, რომელიც მონასტრის გორის სახლითაა ცნობილი.

ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული.

ჭანიეთურის მონასტერი ხუროთმოძღვრებით დგას შემოქმედის, ჯუმათისა და ლიხაურის ტაძრების გვერდით. ცენტრალური შენობისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მიუშენებიათ მცირე ნაგებობა. იგი ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.  ტაძარიცა და სტოაც მოხატული იყო. გადმოცემის თანახმად, მონასტრის ქვეშ დიდი ოთახები იყო.

2013-14 წლებში განხორციელდა ეკლესიის რეკონსტრუქცია.

ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებით. ტაძარი დარბაზულია, წყობა სწორკუთხაა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით ტაძარს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. 

#ჭანიეთურისმონასტერი

მსგავსი სტატიები