ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ერთი მაღალი გამავლობის ახალი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
JCB-ის 4 CX Eco მარკის, ბრიტანული წარმოების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 267 420 ლარი გაიხარჯა.
აღნიშნული ტექნიკა სამშენებლო და საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოწყობის, საჭიროების შემთხვევაში, თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ ექსკავატორისთვის დამატებითი მოწყობილობა – მულჩერი (აგრეგატი) შეიძინა, რომელიც ბალახის სათიბად, ლერწისა და ტოტების დასაქუცმაცებელია, ხელს უწყობს მოსწორხაზოვნების სამუშაოების გაადვილებას და მისი შესყიდვის ღირებულებამ 23 754 ლარი შეადგინა.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა.(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“ გადაეცემა.