ოზურგეთის საკრებულოში 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა დასრულდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, ანგარიშგების პროცესი მერის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენით დასრულდა.
დღესვე, შეაჯამა მუშაობა საფინანსო-საბიუჯეტო და შიდა აუდიტის სამსახურებმა, შესაბამისმა დარგობრივმა კომისიამ.
საკრებულომ, რომელიც მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დარგობრივი კომისიების მიერ გაწეულ საქმიანობის ანგარიშს სამი დღის განმავლობაში ისმენდა და აფასებდა, კონსტანტინე შარაშენიძესგან , 2020 წელს შესრულებული სამუშაოებზე და მერიის მიერ განხორციელებული აქტივობებზე მოისმინა ინფორმაცია. გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით მერმა საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა და შეფასებები მოისმინა.
ანგარიშების წარდგენას თვალს ადევნებდნენ მოქალაქეები პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში.
კანონმდებლობის შესაბამისად, მერი და მერიის სტრუქტურული ერთეულები წარმომადგენლობით ორგანოს წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებენ.
მსგავსი სტატიები