2019 წლის 3-5მაისს, გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“მასპინძლობდა 21-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას-Caucasus Tourism Fair.
გამოფენის მიზანი იყო ახალი ტურისტული პროდუქტებისა და პროექტების პრეზენტაცია-პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, რისთვისაც მოეწყო რეგიონული სტენდები ფოტოსურათებითა და ვიდეომასალებით.
21-ე ტურისტულ გამოფენაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით იყო წარმოდგენილი. შედგა მუნიციპალიტეტის ახალი ტურისტული პროექტის ,,ჩაის გზა“ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტის ,,რა ყოფილა გურიას“ ფარგლებში გადაღებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული ადგილების ამსახველი, ვიდეომასალის პრეზენტაცია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტენდმა დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტულმა კომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ წელს ტურისტულ პაკეტებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაამატონ. აჭარისა და იმერეთის ტურისტული კომპანიები უკვე იცნობენ პროექტ ,,ჩაის გზას“ მონაწილეებს და იმედი გამოთქვეს, რომ შედგება აქტიური თანამშრომლობა მათთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უფრო მეტი უცხოელი ტურისტი გაიცნობს . დაიგეგმა შიდა ტურები.
გამოფენა ჩატარდა ტურიზმის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით.
#გურია
#ჩაისგზაოზურგეთი