შეკვეთილში, მოასფალტების სამუშაოები სრულდება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით შეკვეთილში, გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოებს, შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 389 984 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, 2 410 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის გზასთან ერთად მოეწყობა ტროტუარები და გარე განათება.

 

 

#ინფრასტრუქტურისგანვითარება
#შეკვეთილი #ოზურგეთი2021 #გურია

მსგავსი სტატიები