ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჟამად, შეკვეთილის მიმართულებით 2 410 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
„შეკვეთილში, გზის მონაკვეთის სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის დასრულება. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შეკვეთილის მიმართულებით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება, რაც ხელს შეუწყობს ზღვისპირა კურორტის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.“ – აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.
პროექტს, შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში, ასფალტის საფარის გზასთან ერთად, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათება.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 389 984 ლარს შეადგენს.
მსგავსი სტატიები