ახალგაზრდობის სააგენტომ დასავლეთ საქართველოს „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების“ ფარგლებში, გურიის ახალგაზრდული ფორუმი გამართა.
ფორუმის მიზანია, ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა „საქართველოს ახალგაზრდული სტრატეგია 2025–ის“ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
„მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან დღეს, ახალგაზრდებისგან მოვისმენთ მათ საჭიროებებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდობის სააგენტო მოამზადებს ანგარიშს და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინებს. ამიტომ ვთვლი, რომ ერთად ახალგაზრდებისთვის ბევრ მნიშვნელოვან საქმეს განვახორციელებთ.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე სურგულაძემ.
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისგან მიღებულ რეკომენდაციებს ახალგაზრდობის სააგენტო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საბოლოო დოკუმენტის შემუშავებისას გაითვალისიწნებს. რის შემდეგაც სტრატეგიის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უწევს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფი ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის (Skills4Jobs).“
ფორუმს, გურიაში სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორუმების დაწყებამდე, მონაწილეებსა და საორგანიზაციო გუნდს ჩაუტარდათ „კოვიდ-19“-ის ანტიგენის სწრაფი ტესტირება.
მსგავსი სტატიები